რატომ გადაშენდნენ დინოზავრები?
სასწავლო ექსკურსია სათაფლიის მთაზე
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში დამოუკიდებლად ფიქრის, სხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინების, წიგნზე მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და კვლევა-ძიების, ასევე ზოგადად ინტრაპერსონალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
მნიშვნელობა და აქტუალობა: ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, მოსწავლეთა მჭიდრო ურთიერთობის სტიმულირება, ინფორმაციის მოპოვების გზების ძიება და მისი გამოყენება სწავლის პროცესში.
მიზნები და შედეგები: ინფორმაციის შეგროვება გადაშენებულ ორგანიზმებზე და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა მათი გადაშენების მიზეზებზე.
§ მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი.
§ ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: კლასში მოსწავლეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, ექსკურსიაზე ქცევის წესების სწავლება, ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება, ფოტომასალის შეგროვება და გამოფენის მოწყობა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ტრანსპორტი, ვიდეოკამერა, ციფრული ფოტოაპარატი.
§ პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად და ვანაწილებ ჰიპოტეზებს დინოზავრების გადაშენების მიზეზებზე.
§ ჰიპოთეზა I – გიგანტური ქვეწარმავლების გადაშენება დედამიწასთან კომეტის ან დიდი მეტეორიტის შეჯახებამ გამოიწვია.
§ჰიპოთეზა II – ზოგიერთი მეცნიერის აზრით დინოზავრების გადაშენება ძუძუმწოვრებმა გამოიწვიეს ისინი მათ კვერცხებს ანადგურებდნენ.
§ ჰიპოთეზა III– დინოზავრებს შორის გავრცელდა რაღაც უცნობი დაავადება,რომელმაც იმსხვერპლა ისინი.
§ ჰიპოთეზა IV _სხვა მკვლევარები თვლიან, რომ ჩვენს გალაქტიკაში გაჩნდა ახალი ვარსკვლავი, რამაც მავნე გამოსხივების უეცარი მომატება გამოიწვია და დინოზავრების ამოწყვეტა გამოიწვია.
ჯგუფები ირჩევენ ჰიპოთეზას და მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით შეეცდებიან დაასაბუთონ ,რატომ ემხრობიან მას. ასევე ევალებათ ინდივიდუალურად დაწერონ მოთხრობა: ,,პატარა დინოზავრის ამბავი“. (საუკეთესო მოთხრობის ავტორი დაჯილდოვდება საბავშვო ენციკლოპედიით.)
ცოდნის გასაღრმავებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ვემზადებით იმერეთში გასამგზავრებლად, სადაც საჭირო მასალის შეგროვების შემდეგ მოვაწყობთ საკლასო გამოფენას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია მებუკე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Nataliamebuke140@gmail.com
§ სასწავლო წელი---------------------------------------------------------- § თვითშეფასების ბარათი# ----------------------------------------------- § მოსწავლის სახელი: -------------- კლკასი: -------------------------- § პროექტის დასახელება: ------------------------------------------------ § დავალების/აქტივობის ხელმძღვანელი ----------------------------- § დავალება შევასრულე: § ინდივიდუალურად § ჯგუფთან ერთად § ჯგუფის წევრები: ------------------------------------------------ § აქტივობა/ დავალება: ----------------------------------------------- § მიზანი: --------------------------------------------------------------- ჩემი აზრით,მიზანს : § მივაღწიე § ნაწილობრივ მივაღწიე § ვერ მივაღწიე § თავისუფლად, დაბრკოლების გარაშე შევასრულე ეს აქტივობა § წავაწყდი სიძნელეებს: ----------------------------------------------- § სიძნელეები ვერ გადავლახე. § გადავლახე შემდეგნაირად ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |